ახალი ამბები

,,თელავქალაქობის” ფარგლებში კონკურსში ,,ერეკლე მეორე და თელავი” მონაწილეების დაჯილდოვება გაიმართება

მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, კონკურსში გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელთა ვინაობაც დღეს გახდება ცნობილი.
,,დღეს, თელავის მერი ესეების კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სპეციალური სიგელებით დააჯილოდოებს, ხოლო პირველი სამი გამარჯვებული ბავშვი მიიღებს სამსახსოვრო საჩუქრებსა და დიპლომებს. გარდა ამისა, ჩვენ, ასევე, მოწვეული გვყავს ყარაჯალის საშუალო სკოლის ჯგუფი, რომლებიც მეფე ერეკლესადმი მიძღვნილ კომპოზიციას წარმოადგენენ, შემდეგ გაიმართება ნიჭიერ მოსწავლეთა კლასიკური კონცერტი’’,- განაცხადა ფიქრია ყუშიტაშვილმა.