ახალი ამბები

დღეს “გურჯაანქალაქობა – 2014” დაიწყო

ასევე მიმდინარეობს ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. 
დღესასწაულის ფარგლებში, გურჯაანის ღვინის ქარხნები, წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას და მოეწყობა დეგუსტაცია. საკუთარი პროდუქციის გამოფენას მოაწყობს ასევე სოფელ კაჭრეთის პროფესიული სასწავლებელი „აისი“. 
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ღონისძიების ფარგლებში, დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები მოეწყობა. 
მათივე თქმით, დღესვე მოხდება საპატიო გურჯაანელების დაჯილდოვებაც. 
ადგილობრივი შემსრულებლების და მოწვეული მომღერლების მონაწილეობით კი დღის ბოლოს გაიმართება კონცერტი.