ახალი ამბები

დედოფლისწყაროში თანამედროვე სტანდარტების ახალი საავადმყოფო აშენდება

როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, საავადმყოფო 25 საწოლიანი იქნება და სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის ბოლოს დაიწყება. 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, საავადმყოფოს მზა პროექტი უკვე დამუშავებულია:
„უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება მშენებლობის დასაწყებად. აშენდება თანამედროვე ტიპის შენობა, სადაც ორი საოპერაციო ბლოკი იქნება. ვფიქრობ, ეს საავადმყოფო ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დედოფლისწყაროს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს. დედოფლისწყარო ტერიტორიულად საკმაოდ დიდი მუნიციპალიტეტია და სოფლებიც ორ ნაწილად არის დაყოფილი. ქვედა ზონის სოფლებისთვის დედოფლისწყაროს ცენტრამდე საშუალო მანძილი 50-70 კილომეტრამდეა, ამდენად, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობას ეხება საქმე, ხშირად დრო გადამწყვეტია. საავადმყოფოს უქონლობის გამო ადგილზე სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებდნენ და ამისთვის წნორსა თუ სხვა ქალაქებში უხდებოდათ წასვლა. გარდა ამისა, ახლა მიმდინარეობს მედპერსონალის გადამზადებაც“-განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.