თელავის მერი მშვიდობის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
თელავის მერი მშვიდობის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. პლატონ კამახელიძე მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და დახმარებას დაპირდა. შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები. როგორც თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემ განაცხადა, იგი ყოველთვის მზად არის მოსახლეობასთან შესახვედრად და მსგავსი ტიპის შეხვედრებს ხშირად გამართავს.