დღეიდან ბუნებრივი აირის ქსელზე მიერთების ტარიფი შემცირდა
სემეკის ინფორმაციით, შემცირებული ტარიფი ძალაში დღეს შევიდა. მოქალაქეს შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.
დღეიდან გაზგამანაწილებელ კომპანიებსაც ახალი რეგულაციები დაუწესდათ. კერძოდ, თუ კომპანია არ უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის 30 დღიან ვადაში მიერთებას, ასეთ შემთხვევაში მიერთების საფასური 400 ლარიდან 200 ლარამდე შემცირდება.
ცვლილებების მიხედვითვე, გაუმჯობესდება გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური სამუშაოების ხარისხი და მის მოვლა–პატრონობაზე სრული პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება.