კახეთში ჩოგბურთის ტურნირის „ლოპოტას თასი – 2014“ ფინალი დასრულდა
ქალთა შორის კომპანია “სარაჯიშვილის” სახელით, სოფო ხერხეულიძე გახდა პირველი ადგილის მფლობელი, ხოლო მამაკაცებში კომპანია “ისთერნფრომოუშენის” სახელით, გიორგი კერესელიძემ მოიპოვა ოქროს მედალი.
ტურნირში I, II და III ადგილების მფლობელებს მედლები და სოლიდური ფულადი ჯილდოები, ხოლო სხვა მონაწილეებს სპონსორი კომპანიების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ. ტურნირის საპრიზო ფონდმა 20 000 ლარი შეადგინა.
“ლოპოტას თასი 2015”-ისთვის უკვე დაწყებულია მზადება, რომელსაც, სავარაუდოდ,სტუმრის სტატუსით, ნოვაკ ჯოკოვიჩიც დაესწრება.