თელავის მედია კაფეში ყოფილი პატიმარი ქალებისთვის ტრენინგი ჩატარდა
ტრენერის, ექსპერტის მცირე ბიზნესის საკითხებში, რევაზ ბურჭულაძის თქმით, პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ პატიმარი ქალები, რომლებსაც ხელი შეეწყობათ მცირე ბიზნესის საწარმოებლად.
,,პროექტი ითვალისწინებს, რომ ამ ქალებმა ისწავლონ, თუ როგორ აწარმოოონ მცირე ბიზნესი. ისინი დაამუშავებენ ბიზნეს იდეებს, რომლებსაც შემდეგ ადგილზე სპეციალური კომისია განიხილავს და გამოავლენს საუკეთესო იდეას, რომელიც დაფინანსდება და მის ავტორს საშუალება ექნება, წამოიწყოს მცირე ბიზნესი’’ ,-განუცხადა knews.ge-ს რევაზ ბურჭულაძემ.