ახალი ამბები

საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული მძღოლების გადამზადება სავალდებულო გახდება

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საავტომობილო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და და პროფესიულ გადამზადებას ითხოვს. საქართველოს მოქალაქე მძღოლები, რომლებიც მგზავრების გადაყვანასა და სატვირთო გადაზიდვებს ევროგაერთიანების ტერიტორიაზე ახორციელებენ, 2 წლის შემდეგ სავალდებულო პროფესიულ გადამზადებას გაივლიან.
შიდა ტრანსპორტირებაში დასაქმებული მძღოლებისთვის კი კვალიფიკაციის ამაღლება სავალდებულო 4 წლის შემდეგ იქნება.
მძღოლებს ევროკავშირის მიერ აღიარებულ სასწავლო ცენტრებში ყოველ 5 წელიწადში ერთხელ სპეციალური პროგრამით გადაამზადებენ. სწავლების შემდეგ მძღოლები პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატსა და კვალიფიკაციის დამადასტურებელ ბარათს აიღებენ. 
საწყისი კვალიფიკაციის და პერიოდულ გადამზადებასთან დაკავშირებული მინიმალური აუცილებელი მოთხოვნები ითვალისწინებს უსაფრთხოების წესებს, რომლებიც მძღოლმა გზაზე მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემთხვევაში უნდა დაიცვას. ამას გარდა, მძღოლმა საწვავის რაციონალურად ხარჯვა და საფრთხის შესახებ გზის სხვა მომხმარებელის გაფრთხილებაც უნდა შეძლოს.