ახალი ამბები

15 დასახელების ქართულ პროდუქტზე ევროკავშირმა ზღვრული ოდენობები დააწესა

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) მსოფლიოში ყველაზე დიდ ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს საბაჟო-სატარიფო ბარიერების გარეშე 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციის შეტანა შეუძლია. თუმცა ასოცირების შეთანხმებაში გაწერილია ის შემთხვევები, როცა ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას სრულიად თავისუფალი არ იქნება. შეთანხმების 27-ე მუხლში ჩამოთვლილია 15 დასახელების პროდუქტი, რომელთაც ევროკავშირის მოთხოვნით გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმებს დაქვემდებარებული პროდუქტების სტატუსი აქვს და ევროპულ ბაზარზე გარკვეული ზღვრული რაოდენობით შევა: საქონლის, ღორისა და ცხვრის ხორცი – 4400 ტონა, ფრინველის ხორცი – 550 ტონა, რძის ნაწარმი – 1650 ტონა, კვერცხი ნაჭუჭით – 6600 ტონა (132 მილიონი ცალი X 50 გრ = 6 600 ტონა), კვერცხები და ალბუმინები -330 ტონა, სოკოები – 220 ტონა, მარცვლოვანები – 200 000 ტონა, ალაო და ხორბლის წებოვანა – 330 ტონა, სახამებლები – 550 ტონა, შაქარი – 8 000 ტონა, ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები – 2200 ტონა, ტკბილი სიმინდი – 1500 ტონა, შაქარი დამუშავებული – 6000 ტონა, გადამუშავებული მარცვლეული – 3300 ტონა, სიგრეტები – 500 ტონა.