საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად ნიადაგი შეზღუდულია
გაუმჯობესებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ფონზე ,,ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის’’ პრეზიდენტი რამაზ გერლიანი დღეისთვის ბიზნესის წარმოების კუთხით შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.
მისი თქმით, ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის მხრივ პრობლემებია საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკურ თავისუფლებას კერძო საკუთრება განსაზღვრავს, ხოლო საბაზრო ეკონომიკის საწინდარია ეკონომიკური თავისუფლება, საქართველოში კი, კერძო საკუთრებასა და სახელმწიფო საკუთრებას შორის პროპორციები დარღვეულია:
,,ბიზნესგარემო შეგვიძლია სხვადასხვა მიმართულებით განვიხილოთ: რაც შეეხება ბიზნესის რეგისტრაციის საკითხებს, ამ მხრივ, რასაკვირველია, წინსვლა არსებობს და ამავდროულად თავისუფლებაცაა. რაც შეეხება ბიზნესის შემდგომი განვითარების საკითხებს, ეს ძალიან რთულად არის ჩვენთან, იქიდან გამომდინარე, რომ ნიადაგი ბიზნესის საწარმოებლად არის საკმაოდ შეზღუდული, მათ შორის შეგვიძლია, აღვნიშნოთ სხვადასხვა შეზღუდვები, რომელიც ეკონომიკურ თავისუფლებაზე უარყოფითად მოქმედებს. რეალურად ეკონომიკური თავისუფლება ეს გახლავთ არა რეგისტრაციის თავისუფლება, არამედ ბიზნესის თავისუფლება”, – აცხადებს ,ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის’’ პრეზიდენტი რამაზ გერლიანი.