ახალი ამბები

კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კუთხით მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება

..კახეთში სარწყავ და სადრენაჟე სისტემებზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება:
,,სამელიორაციო სისტემებზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად კომპანია კახეთში გეგმავს მასშტაბური პროექტების განხორციელებას, რომლის მეშვეობითაც მოგვარდება და გაუმჯობესდება ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წყალუზრუნველყოფა, შესაბამისად, გაიზრდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა”, – აცხადებს კომპანიის დირექტორი ლევან დვალი.
კომპანიის დირექტორის თქმით, მიუხედავად რეგიონში საირიგაციო სისტემებზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, კახეთში მასშტაბური ღონისძიებებია გასატარებელი, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სტიქიით გამოწვეული უარყოფითი შედეგები.