ახალი ამბები

“ქართული ღვინის კონკურსის” გამარჯვებულებში კახური ღვინოები მოხვდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში, საცალო ვაჭრობაში წარმოდგენილი 300-მდე ღვინის სახეობიდან პროფესიულმა და მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ საუკეთესო ღვინოები 16 კატეგორიის მიხედვით შეარჩია.
,,ქართული ღვინის კონკურსის” გამარჯვებული კომპანიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ქართული ღვინის კონკურსის შედეგები:
(პროფესიონალური ჟიურის არჩევანი)
I კატეგორია- საუკეთესო წინანდალი
1. კორპორაცია ქინძმარაული
2. GWS-ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია
II კატეგორია-საუკეთესო კახური თეთრი ღვინო
1. თელიანი ველი, გლეხური/რქაწითელი
III კატეგორია-საუკეთესო საფერავი
1. კომპანია “კახური”
2 კომპანია “თბილღვინო”
IV კატეგორია-საუკეთესო პრემიალური საფერავი
1. ბადაგონი
2. თელავის ღვინის მარანი/ სატრაპეზო
3. კომპანია “თელედა”
4. მილდიანი
V კატეგორია-საუკეთესო მუკუზანი
1. კომპანია “შუმი”
2. თელიანი ველი
VI კატეგორია- საუკეთესო ქინძმარაული
1. თელავის ღვინის მარანი
2. ვაინმენი
VII კატეგორია- საუკეთესო ხვანჭკარა
1. ბადაგონი
2. შუხმან ვაინს ჯორჯია
VIII კატეგორია- საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო
1. ვინივერია- “ქისი”
2. კორპორაცია ქინძმარაული- “მწვანე”
VIII –N კატეგორია – საუკეთესო თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო
1. შალვინო-“კარდენახი”
2. ძმები ასკანელები – “ტვიში”
IX კატეგორია-საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო
1. კორპორაცია ქინძმარაული- “ყვარელი”
2. თბილღვინო- “ნაფარეული”
IX-N კატეგორია – საუკეთესო წითელი პრემიალური მშრალი ღვინო
1. შატო მუხრანი- “შავკაპიტო”
IX -P კატეგორია – საუკეთესო წითელი ნახევრადტკბილი ღვინო
1. თელავის ღვინის მარანი – “ახაშენი”
X კატეგორია – საუკეთესო ვარდისფერი ღვინო
1. კახური ტრადიციული მეღვინეობა- საფერავი როზე
2. მეღვინეობა “ხარება” საფერავი როზე
XI კატეგორია- ფუნებრივი წითელი მშრალი ღვინო
1. ლუკასი- საფერავი
2. პეტრიაანთ მარანი- საფერავი
XII კატეგორია- საუკეთესო უსახელოური
1. მეღვინეობა ხარება
XIII კატეგორია- საუკეთესო ბუნებრივი თეთრი მშრალი
1. იაკობ ჭიღლაძე/ საქ. ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანება/ ჩინებული
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაფუძნდა “ღვინის ორდენი”, რომელიც, წელს პირველად, ბოლო დროს ღვინის სფეროში განხორიელებული განსაკუთრებული საქმიანობისთვის 3 პიროვნებას – აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს, ნუგზარ ქსოვრელს და ბონდო კალანდაძეს გადაეცა.