ახალი ამბები

საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან სამკურნალოდ მიღებულ თანხას სახელმწიფო გადასახადებისგან ათავისუფლებს

შესაბამისი ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში შედის. მთავრობის მიერ მიღებული დებულების მოქმედება 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება.
დღეს არსებული კანონმდებლობით კი, ქველმოქმედება რამდენჯერმე იბეგრება, შესაბამისად საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხული თანხის მხოლოდ ნაწილი მიდის ბენეფიციარამდე, ნაწილი კი გადასახადებს ხმარდება.