ახალი ამბები

დღეს პრემიერი საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ამ 2 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა. 
“ძალიან ბევრი სასიკეთო გვაქვს მოსაყოლი და შესაბამისად პრემიერ-მინისტრი გააკეთებს ამაზე შინაარსობრივად დატვირთულ მოხსენებას”, – განაცხადა პეტრიაშვილმა. 
ირაკლი პეტრიაშვილი 25 ოქტომბერს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომასაც შეეხო და განაცხადა, რომ შეხვედრაზე მათ იმსჯელეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. 
“რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, პირველი ეხებოდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მთავრობის და პოლიტიკური ძალის მიერ განსახორციელებელ გეგმებს. შემუშავდება სტრატეგია და შესაბამისი გეგმა და მთავრობის შესაბამისი უწყებების მხრიდან კოორდინაციაში იქნება საქართველოს პარლამენტთან. პრემიერ-მინისტრმა პოლიტსაბჭო ჩააყენა საქმის კურსში უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან, დავალებებთან და მათ რეალიზებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პეტრიაშვილმა. 
მინისტრის განცხადებით, სხდომაზე გაკეთდა მოხსენება ასოცირების შეთანხების რატიფიცირების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.