ახალი ამბები

15 დეკემბერიდან მართვის მოწმობის თეორიული გამოცდების ბილეთები შეიცვლება

შსს-ს მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ცვლილებების აუცილებლობა „საგზაო მოძრაობის“ შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამ გამოიწვია. 
სიტუაციის აღმწერი ვიზუალური ვიდორგოლები დაემატება ახალ ელექტრონულ ბილეთებს, გამოყენებული იქნება საქართველოს ავტომაგისტრალებისა და ქუჩების ფოტო და ვიდეო მასალა, ბილეთების მექანიკურად დამახსოვრების გამოსარიცხად კი ტესტის სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაციაც გადაადგილდება. 
„ის ბილეთები, რითაც დღესდღეობით გამოცდა მიმდინარეობს, შედგენილი იყო 2013 წლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ვინაიდან 2013 წლის დეკემბერში ძალაში შვიდა ახალი კანონი, რომელიც დავალდებულებული იყო ევროკავშირის დირექტივიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ შეგვეცვალა და ახალი ბილეთები შემოგვეტანა“, – განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს უფროსმა იმედა მაკასარაშვილმა.
მართვის მოწმობის ასაღებად ფასი, პროცედურა და გამოცდის პრაქტიკული ნაწილი უცვლელი რჩება.