ახალი ამბები

“კარგი სახლის” პრეზენტაცია 9 ნოემბერს ჩატარდება

პროექტის მხარდამჭერია გერმანიის სახელმწიფო მიგრაციის ფონდის Centrum für internationale Migration und Entwicklung (CIM), ჰამბურგში არსებული საზოგადოება „ლილე“.
პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანლია გერმანიაში მოღვაწე მარიკა ლაფაური-ბურკი. 
„კისისხევში ყოველთვის არსებობდა კარგი სახლი. ჩვენ დღეს ყველგან მის ნაშთებს ვხედავთ: ამ ხეობაში ერთად მოქცეულ უწყვეტ კულტურას უძველესი ხანიდან და შემდეგ, ქრისტიანობის გავრცელების დროიდან მოხსენიებულს “ქრისტეს საფლავის მიწად”, განთქმული დიდი საერო კულტურით. ძეგლების ნაშთები ჯერ კიდევ ხილულია და მათი ნაწილობრივ განახლება, აქედან შეძენილი ცოდნის თავმოყრა და შინაარსის მიცემა შესაძლებელია! საერო კულტურა კი თითქმის განადგურებულია და მისი დაბრუნება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რას გვინდა ერქვას “კარგი სახლი”? ისურვებდი, რომ ამ სახლში ერთად გვეფიქრა, ამ ყველაფერზე, ერთმანეთს შევხვდეთ, ვიმხიარულოთ და ვიმუშაოთ“, – განაცხადა საზოგადოება „ლილეს“ ხელმძღვანელომა მარიკა ლაფაურმა-ბურკიმ. 
ღონისძიების ფარგლებში, 15 საათზე, გაიმართება კისისხეველთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; 16 საათზე სტუმრები შეძლებენ გუდის ყველისა, ხაშლამის, ქართული ღვინისა და კომპოტის დაგემოვნებას; 17 საათზე დაათვალიერებენ ნაწილობრივ რეაბილიტირებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის VI საუკუნის ტაძარს; 19 საათზე კი კისისხევის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი სტუმრებისათვის კონცერტს გამართავს. 
პროექტი ფოკუსირებულია განათლებაზე და მოიცავს სხვადასხვა საკითხს: კულტურა, ტურიზმი, სოციალური მდგომარეობა, ეკოლოგია, ხელოსნობა, ეკონომიკა და ა.შ. პროექტის არსი მდგომარეობს სოფლის რევიტალიზაციის მცდელობაში და ეყრდნობა მოსახლეობასთან თეორიულ და პრაქტიკულ მუშაობას. პროექტის მიზანია სოფლის განვითარება და მოსახლეობას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.