ახალი ამბები

საქართველო მსოფლიოს ათ უსაფრთხო სახელმწიფოს შორის მოხვდა

 საქართველოს შემდეგ პოზიციებზეა ბაჰრეინი და სინგაპური.

See.place მონაცემებით, საქართველოში კრიმინოგენული ვითარება ძალიან დაბალია, სწორედ ამ კრიტერიუმით მოხვდა საქართველო ტოპ-ათეულში.
როგორც See.place-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე საქართველო მრავალფეროვნებით და უნიკალური ბუნებით გამოირჩევა, ეს ქვეყანა ტურისტებს შავი ზღვის სანაპიროს, სამკურნალო კლიმატს, ეროვნულ პარკებს, კავკასიონის ქედებს, მინერალურ წყლებს და უგემრიელეს სამზარეულოს სთავაზობს.