ახალი ამბები

ჩოგბურთში “ლოპოტას თასი – 2014”-ის ფინალური თამაში გაიმართება

 როგორც საქართველოს ვეტერან და მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაციაში აცხადებენ, ფინალური თამაში კახეთში ერთეულთა თანრიგში ჩატარდება როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის. გამოვლინდება ტურნირში გამარჯვებული ორი ადამიანი, ფულადი პრემია გადაეცემა I, II და III ადგილზე გასულ ადამიანებს. 
ჩოგბურთის ტურნირის დახურვის ცერემონია დღესვე ლოპოტა რეზორტის კორტებზე გაიმართება. აღნიშნული ტურნირი ყოველწლიურ სახეს მიიღებს. მომავალ წელს ტურნირს სტუმრის სტატუსით შესაძლებელია ნოვაკ ჩოკოვიჩიც დაესწროს.
აღნიშნული ტურნირი საქართველოს მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაციისა და სასტუმრო-კომპლექს ლოპოტა რეზორტის ორგანიზებით ტარდება.