ახალი ამბები

ახალი სანომრე ნიშნების შეძენა მსურველებს განვადებითაც შეუძლიათ

მსურველებს განვადებას მხოლოდ ერთი, „ლიბერთი ბანკი“ სთავაზობს. განვადება LIB 001-ის ვადა 3-დან 12 თვემდე განისაზღვრება, რაც შეეხება თანხას, ბანკის პირობებით, სანომრე ნიშნის ღირებულება 50-დან 1000 ლარამდე უნდა მერყეობდეს.

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, მომსახურების სააგენტოს მიერ, 65 ათასამდე ფასიანი და ე.წ. უფასო სანომრე ნიშანი გაიცა. მომსახურების სააგენტოში ზუსტ თანხას, რომელიც ამ გზით ქვეყნის ბიუჯეტში შევიდა, არ აკონკრეტებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ახალი სანომრე ნიშნების გაცემა მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო.