ახალი ამბები

დღეს თელავში ალდაგის ახალი ოფისი გაიხსნება

დღეს, თელავში სადაზღვევო კომპანია ალდაგი ახალ ფილიალსც ხსნის. ალდაგის თელავის ოფისი მომხმარებელს მთელი კახეთის რეგიონის მასშტაბით მოემსახურება. კახეთის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება რეგიონშივე მიიღოს ნებისმიერი სახის სადაზღვევო მომსახურება და შეიძინოს კომპანიის სხვადასხვა სადაზღვევო პოლისები. 
ცენტრალურ ფილიალში მოსახლეობას ალდაგის ყველა სადაზღვევო პროდუქტის შეძენის საშუალება ექნება. ახალ ოფისში პირველ ეტაპზე, 80 ადგილობრივი კადრი იქნება დასაქმებული, რაც რეგიონში ახალგაზრდების დასაქმებას შეუწყობ ხელს. 
აგროდაზღვევის სახელმწიფო საპილოტე პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიაალდაგი კახეთის რეგიონში მყოფ ფერმერებს ვაზის, ატმის,საზამთოროს, და მარცვლეული კულტურების დაზღვევის პროდუქტებს სთავაზობს. 
აღნიშნული კულტურების დაზღვევა შემდეგ რისკებს მოიცავს: სეტყვა, ჭარბი ნალექი და ქარიშხალი. ამ სტიქიური მოვლენების შედეგად განადგურებული მოსავლით დამდგარ ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ აანაზღაურებს. 
პროგრამის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო დააფინანსებს სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს (80%-დან 90%-მდე).მაგალითისთვის, ვენახის დაზღვევისათვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს 1 ტონა პროდუქცია,რომლის ღირებულება შეადგენს 1000 ლარს ფერმერს მინიმუმ 5 ლარის გადახდა მოუწევს. პრემიის დანარჩენ ნაწილს,80 ლარს სახელმწიფო აანაზღაურებს. 
სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ აგროდაზღვევის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 
კომპანია აგრო პროდუქტების გაყიდვის კუთხით ბოლო სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა.