ახალი ამბები

თელავში პირველ საჯარო სკოლაში ენერგოეფექტური სამუშაოები განხორციელდება

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 14:30 საათზე, თელავის ისტორიულ პირველ სკოლაში ენერგოეფექტური სამუშაოების განხორციელების დაწყების შესახებ დღეს ბრიფინგი გაიმართება. 
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, სკოლის ხარჯები გათბობასა და ელექტროენერგიაზე რამდენჯერმე შემცირდება. 
ბრიფინგს თელავის მერიისა და კავშირის “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” ხელმძღვანელი პირები გამართავენ, რომლის დასრულების შემდეგ თელავის პირველი სკოლის ტერიტორიაზე გაიმართება შეხვედრა.