ახალი ამბები

სოფელ მაშნაარში საბავშვი ბაღის რეაბილიტაციისთვის 29 900 ლარი დაიხარჯა

სიღნაღში სოფელ მაშნაარში რეაბილიტირბული საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო შენობის სახურავი, იატაკი, კარ-ფანჯარა, საკუჭნაო, სამზარეულო და საპიფარეშო. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 900 ლარი დაიხარჯა.
„ბაღში ისეთი პირობები დაგვხვდა, რომ შეუძლებელი იყო აღსაზრდელების ამ მდგომარეობაში დატოვება. მოსაწესრიგებელი იყო ოთახები, სამზარეულო და სველი წერტილი. მივიღეთ გადაწყვეტილება და 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დავაფინანსეთ საბავშვო ბაღის რემონტი. გვინდა, ჩვენი პატარებს უკეთესი პირობები შევუქმნათ,“ – განაცხადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ეკა ჩახნაშვილმა.