ახალი ამბები

თელავს აზერბაიჯანის დელეგაცია ეწვია

თელავს, ევროკავშირის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციაში შედიოდნენ აზერაბაიჯანში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები. 
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ მერიის და თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს და ქალაქის ღირსშესანიშნაობებიც მოინახულეს. აზერბაიჯანის დელეგაცია თელავის მედია კაფესაც ესტუმრა და მედია ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნო.
თელავის მედია კაფის დირექტორის, მაია მამულაშვილის აცხადებს, რომ სამომავლო თანამშრომლობის დამყარების მიზნით შეხვედრა გაცნობითი ხასითის იყო.
“მომავალში, აზერბაიჯანის მხარესა და საქართველოს შორის, კახეთისა და შეკი ზაქათალას რეგიონებში იგეგმება ერთობლივი პროექტების განხორციელება”, – განაცხადა მაია მამულაშვილმა. 
ევროკავშირის საზღვრისპირა რეგიონების პარტნიორობის პროგრამა მიზნად ისახავს, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის, ასევე, საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში ცხოვრების დონის ამაღლებას, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას.