ახალი ამბები

გურჯაანში შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ახალი საწარმო იხსნება

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია დღეს, გურჯაანში შპს „პროფესიული მეღვინეობის პროდუქტებს“ ეწვივნენ და მუხის კასრების მწარმოებელი საწარმო დაათვალიერეს. 
მუხის კასრების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიამ 630 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, აქედან 550 ათასი დოლარი 2013 წელს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათიანი აგრორკედიტის პროექტის“ დახმარებით მიიღო.
კომპანიამ გურჯაანში ახალი საწარმო ააშენა, რომელიც თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა. საწარმო ღვინისთვის და კონიაკისთვის მუხის კასრებს აწარმოებს. ხის მასალას ამერიკასა და საფრანეთში ყიდულობს. საწარმომ საცდელი კასრების დამზადება უკვე დაიწყო. დღეში იწარმოება 30 ცალი მუხის კასრი, რომელიც ადგილობრ ბაზარზე იყიდება. კომაპნიაში დასაქმებულია 20 ადამიანი. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის განხორციელება 2013 წლის აპრილიდან დაიწყო. 23 ოქტომრბის მონაცემების გაცემულია582 მილიონ 122 ათას 138 ლარის ღირებულების 22 ათას 425 სესხი. მე-3 კომპონენტისფარგლებში დაფინანსდა 696 საწარმო, აქედან 89 ახალი საწარმო. რაც შეეხება კახეთის რეგიონს, მესამე კომპონენტის ფარგლებში გაცემულია 36,091, 652 დოლარი 298 სესხზე.