ახალი ამბები

სასამართლომ ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 
საქმეში ბრალდებულ ორ პირს, ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს ნავთლუღის სპეცოპერაციის ღამეს საკონტროლო გასროლით ახალგაზრდების მკვლელობა ედებათ ბრლად. 
ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა კი, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში, რუსთავის #1 დაწესებულებაში პატიმრების ცემაში არიან ბრალდებულნი. კერძოდ, საუბარია იმ პატიმრების ცემაზე, რომლებიც, დაცვის მხარის მტკიცებით, სწორედ ნავთლუღში მოკლული პირების დახმარებით ციხიდან გაქცევას გეგმავდნენ. 
გარდა ამისა, ამავე საქმესთან ერთად განიხილებოდა ბაჩო ახალიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ეპიზოდი – სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირებისთვის ციხეში შეღავათიანი და განსაკუთრებული პირობების შექმნა.