2014 წლის 8 თვის მონაცემებით 221 მლნ ლარის ღირებულების ხილია ექსპორტირებული
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის პოლიტიკის შედეგად წახალისებულია მთელი რიგი დარგები.
„რეალურად გაჩნდა მოტივაცია, 4 ათას ჰექტარზე ახალი ვენახები გაშენდა; რაჭაში 30 ჰექტარი ხვანჭკარა და უსახელაურის უნიკალური ჯიშის ვენახები გაშენდა. ეს არის რეალური შედეგები. მუდმივად მიდის სპეკულაცია, რას აკეთებს მთავრობა, მოსახლეობა ისევ გაჭირვებულია. როდესაც 2 მილიონი მოქალაქე ღარიბი გყავს, ვერც ერთი მთავრობა ვერ შეძლებს ორ წელიწადში მათი ცხოვრების რადიკალურად შეცვლას, ეს წარმოუდგენელია. მინდა მოსახლეობას მივმართო, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ. ვზრუნავთ იმაზე, რომ რეგიონები და დანგრეული სოფლის მეურნეობა განვითარდეს. დღესაც არის რაიონები, სადაც სასმელი წყალი არ არის. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ საირიგაციო სისტემები იყო აბსოლუტურად გაპარტახებული და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ბიზნესი იყო ამ მილების ამოღება და გაყიდვა. ეს იყო ის ვითარება, რაც საქართველოში არსებობდა ორი წლის წინ“, – განაცხადა პრემიერმა

