ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილმა ქალაქ თელავის საკრებულოში საჯარო შეხვედრა გამართა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა, ქალაქ თელავის საკრებულოში შეხვედრა გამართა. მინისტრი ქალაქ თელავის საკრებულოს დარბაზში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული:
,,შეხვედრაზე ვისაუბრეთ ნატოს და ევროკავშირის მნიშვნელობაზე და იმ სარგებელზე, რომელიც შეიძლება მიიღოს საქართველომ. რეგიონებშ ჩატარებული შეხვედრები ყოველთვის მნიშნელოვანია,” – განუცხადა KNEWS.GE-ს ალექსი პეტრიაშვილმა.