ახალი ამბები

2016 წელს ევროკავშირი საქართველოს 51 მილიონ ევროს გამოუყოფს

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ციკოლიას თქმით, საქართველოში კერძო სექტორმა ნელ–ნელა უნდა დაიწყოს საკუთარი სტანდარტების დანერგვა.
ცოკოლიას განცხადებით, ევროკავშირის მიერ სამომავლოდ გამოყოფილი თანხა, სააგენტოს ფარგლებში, ცალკე კომპონენტად გამოიყოფა და მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის პროცესში დაეხმარება, რათა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაიტანონ ეს პროცესი.
ციკოლიას ინფორმაციით, ევროკავშირი საქართველოს გაუწევს როგორც ტექნიკურ, ისე ფინანსურ დახმარებას. 
,,ევროკავშირთან დაახლოების, ახალი რეგულაციების და სტანდარტების დანერგვის პროცესი, დაკავშირებულია ხარჯებთან. ვეცდებით ამ ხარჯების მაქსიმალურად დაფინანსებასაც, თუმცა პარალელურად ვეცდებით, რომ უნარების კუთხით გავაკეთოდ აქცენტი, რათა ჩვენი მეწარმეები მზად იყვნენ ახალი სტანდარტებისთვის, მენეჯმენტისა და პროდუქციის შემდგომი წარმოებისთვის”, – განაცხადა გიორგი ცოკოლიამ.