ახალი ამბები

განსაკუთრებული დამსახურების მქონე უმაღლესი სასწავლებლების ყოფილ თანამშრომლებს ანაზღაურება დაენიშნებათ

ანაზღაურების წესს და პირობებს უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური საბჭო დაადგენს. შესაბამისი ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შედის, რომელის ავტორი თბილისის ივანეჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტია და პარლამენტში ინიცირებულია განათლების კომიტეტის მიერ. კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, დაწესებულების წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილ თანამშრომელთათვის ანაზღაურება გასცეს. 
ინიციატივას საპარლამენტო კომიტეტის წევრებს თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა აცნობს. უმაღლესი განათლების შესახებ კანონი ითვალისწინებს ფულადი ანაზღაურების გაცემის შესაძლებობას უმაღლესი სასწავლებლის იმ ყოფილი პროფესორებისათვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ ემერიტუსის წოდება.