სიღნაღში 3 222 900 ლარად რეაბილიტირებული საავტომობილო გზა გაიხსნა
საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა:
,,ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგის რეაბილიტირებული გზის პროექტი ერთ-ერთი დიდი პროექტია, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 3 222 900 ლარი შეადგინა.
პროექტის შესაბამისად განხორციელდა: გზის სავალი ნაწილის, ბორდიურების, ეზოში შესასვლელების და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები. შეკეთდა არსებული და მოეწყო ახალი წყალგამტარი მილები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები განხორციელდა”, – აცხადებს მინისტრი შავლიაშვილი.
რეაბილიტირებული საავტომობილო გზა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ათ სოფელს ემსახურება და მათ მუნიციპალურ ცენტრთან აკავშირებს.

