ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილი თელავში შეხვედრებს მართავს

დღეს, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი თელავში შეხვედრებს მართავს. იგი, ამ წუთებში თელავის დემოკრატიის სკოლის მსმენელებს ხვდება, ხოლო მოგვიანებით ქალაქ თელავის საკრებულოს დარბაზში გადაინაცვლებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას შეხვდება. შეხვედრებზე იმსჯელებენ ნატო-საქართველოსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ საკითხებზე.