პარლამენტში ქალთა ძალადობის თემაზე მოსმენა გაიმართება
კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ პრობლემაზე, რომელიც ბოლო პერიოდში მწვავედ დადგა, მოსმენის დანიშვნა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ითხოვეს. ბესელიას თქმით, შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან სახალხო დამცველი, ექსპერტები, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები.
“ჩვენ ვისაუბრებთ პრობლემის მიზეზებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც პარლამენტის შესაძლებლობის ფარგლებში შეიძლება დაიგეგმოს”, – განაცხადა ბესელიამ.
22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში ძალადობის თემაზე მოსმენა გაიმართება.

