ახალი ამბები

სოფელ აწყურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

დღეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, ხანძრის შედეგად გახუტიშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. 
ახმეტის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამგებელმა ბექა ბაიდაურმა დაზარალებული ოჯახი პირადად მოინახულა და დახმარებას დაჰპირდა. Knews.ge შეეცადა ბექა ბაიდაურთან დაკავშირებას, თუმცა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.