ახალი ამბები

მთავრობა რეგიონების განვითარების სახელმწიფო კომისიის შექმნას გეგმავს

პრემიერ მინისტრმა სამთავრობო ინიციატივის “აწარმოე საქართველოში” პროექტის ფარგლებში ახალი კომპონენტის შესახებ ისაუბრა.
პრემიერის განცხადებით, მთავრობას, ახალი კომპონენტის დამატებით, სურს, რომ რეგიონებში მოსახლეობამ შვება იგრძნოს და განვითარდეს:
,,მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებ რეგიონების განვითარებას. უახლოეს დღეებში ჩვენ შევქმნით რეგიონების განვითარების სახელმწიფო კომისიას. ეს იქნება ახალი მიდგომა და ჩვენს ხედვებს რეგიონის განვითარებაზე წარვუდგენთ საზოგადოებას.
ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად საქართველოში მთელი რიგი დარგები არის წახალისებული. იგივე ხილის, თხილის, ღვინის, ყურძნის წარმოება. ეს არის კონკრეტული დარგები, რომლებმაც საქართველოში, უახლოესი 2 წლის განმავლობაში, დიდი განვითარება ჰპოვა.
მაგალითად, თუ ხილის ექსპორტი 2012 წელს იყო 71 მილიონი ლარის ღირებულების, წელს უკვე, რვა თვის მონაცემებით, არის 221 მილიონი ლარის ღირებულების ხილი ექსპორტირებული. ღვინოს რაც შეეხება, 2012 წელს 73 მილიონი ლარის ღვინო იყო ექსპორტირებულ. წელს ჯამში 229 მილიონი ლარის არის. რეალურად გაჩნდა მოტივაცია.
4 ათასი ჰექტარი ახალი ვენახები არის გაშენებული კახეთის რეგიონში. რაჭაში, 30 ჰექტარზე, ხვანჭკარის და უსახელაურის უნიკალური ჯიშის ვენახებია გაშენებული. რაც შეეხება თხილს, სამეგრელოში 170 მილიონი ლარის თხილია რეალიზებული. ველოდებით, რომ დამატებით კიდევ 30-40 მილიონის იქნება რეალიზებული”, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.