თელავის სამაშველო და სახანძრო სამსახურებს ახალი მანქანები ექნებათ
თელავთან დამეგობრებული ქალაქი ბიბერახი, უახლოეს მომავალში, თელავის სამაშველო და სახანძრო სამსახურებს ახალ მანქანებს აჩუქებს. ქალაქის მერის ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსპორტის, კერძოდ სამაშველო სამსახურის მანქანის ფასი 100 000 ევრომდე მერყეობს.