ახმეტაში კლინიკა “ენმედიცის” სპეციალისტებმა მოსახლეობასთან უფასო სამედიცინო კონსულტაცია გამართეს
კლინიკა “ენმედიცი” დაახლოებით ორი წელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს მოსახლეობის პროფილაქტიკურ გასინჯვებს ენდოკრინოლოგიის, ნევროლოგიის, თერაპევტის, პედიატრის, კარდიოლოგის და მედიცინის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების მონაწილეობით.
გასინჯვებისას ხორცილედება ასევე კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები.
საქველმოქმედო აქციები მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.