მაღალი ფასის გამო, ღვინის კომპანიებმა შესაძლოა ხვანჭკარაზე უარი თქვან
როგორც შპს. „კახურის“ დირექტორი, გიორგი მარკოზაშვილი აცხადებს, წელს კომპანიამ 45 ტონა ყურძენი ჩაიბარა, თუმცა, თუკი მომავალ წელსაც კოლოსალურად მაღალი ფასი შენარჩუნდება, კილოგრამში 8 ლარის გადახდას აღარ აპირებენ და ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე უარს იყვიან.
გიორგი მარკოზაშვილი კრიტიკული ფასის მიზეზად იმას ასახელებს, რომ ხვანჭკარა მხოლოდ რუსეთის ბაზარზეა პოპულარული. მისი აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვანჭკარის ფასი საფერავის ფასზე მეტი არ იქნებოდა.