ბოლო 8 თვის განმავლობაში 363 სოფელი გამრიცხველიანდა
გამრიცხველიანების პროექტის საინვესტიციო თანხამ შეადგინა 14 654 750 ლარი.
გამრიცხველიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. კომპანიის გეგმის თანახმად ინვესტიციები გაგრძელდება როგორც ქსელის რეაბილიტაციის, ისე გამრიცხველიანების კუთხით. 2014-2015 წლებში საერთო ჯამში განხორციელდება 75 მლნ ლარამდე ინვესტიცია.
ინდივიდუალური გამრიცხველიანება კომპანიის მომსახურების არეალში 2015 წელს დასრულდება.