„ოფთალმიჯი“ სოფელ ჭანდარში აქციას მართავს
აქციის ორგანიზატორის, ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ კახეთის რეგიონული დირექტორის მანანა ხუციშვილის განცხადებით, საქველმოქმედო აქცია 2 კვირაა რაც დაიწყო და გურჯაანის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში უკვე ჩატარდა.
აქციის ფარგლებში ჯავრიშვილის კლინიკის ექიმები გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს ეწვევიან.