წნორში „პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკა“ გაიხსნა
„პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკა“ არის წიგნებით სავსე ყუთი, რომელიც განთავსდა წნორის ცენტრალურ სკვერთან ახლოს, ღია ცის ქვეშ და დაეფუძნება პრინციპს – „მოიტანე და წაიღე წიგნი“.
წიგნებით სავსე ყუთიდან ნებისმიერ წნორში მყოფ მოქალაქეს გაქვთ შესაძლებლობა აიღოთ თქვენთვის სასურველი წიგნი, წაიკითხოს ადგილზე ან წაიღოთ სახლში იმის სანაცვლოდ, რომ „პატარა ღია ბიბლიოთეკაში“ დატოვოთ თქვენთვის საყვარელი წიგნი. საბოლოოდ კი, “პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკის” ქსელის ყველა წიგნი უნდა დაუბრუნოთ პირველად ადგილს.
პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკისთვის მცირე ტიპის სახლი სადაც წიგნები აწყვია მოქალაქეების მიერ გადარიცხული ფულით დამზადდა.
ბიბლიოთეკა წიგნებით მოამარაგა “ჯეოსელმა”.