თელავის წმ. ნინოს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კვიპაროსის 40 ხეს დარგავენ
აქციის ფარგლებში, თელავის წმ.ნინოს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები კვიპაროსის 40 ხეს დარგავენ. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
ეკოპროექტი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია აქცია, 2014 წლის მარტიდან საქართველოს 5 ქალაქში ხორციელდება.
აქცია ტარდება თელავის მერიის, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 19 ივლისის სტიქიამ სრულად გაანადგურა წმ. ნინოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაძვნარი.