ახალი ამბები

Flex პროგრამის ტესტირების პირველი ტური თელავში ხვალ ჩატარდება

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სკოლის მოსწავლეებმა უკვე შეავსეს ონლაინ აპლიკაცია. ამ ეტაპზე კი იწყება პროგრამის გასვლითი ტურები.
თელავში პირველი ტური ხვალ ჩატარდება. შეხვედრა შედგება #1 საჯარო სკოლაში, 10:00 საათზე.
გაცვლით პროგრამას სკოლის მოსწავლეთათვის სრულად აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.americancouncils.ge