გურჯაანში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლს გაიღებენ
აქცია 12 საათზე დაიწყება და სისხლის უანგაროდ გაცემის შესაძლებლობა 19 დან 59 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს ექნება. აქციის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.