ახალი ამბები

შესაძლოა, არაბეთში სოფლის მეურნეობის ნაწარმის ექსპორტი განხორციელდეს

“არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, შესაძლოა, სოფლის მეურნეობის ნაწარმის ექსპორტი განხორციელდეს”, – განაცხადა თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა. იგი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში პრემიერ–მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს ესწრებოდა.

ბაჩიაშვილის განცხადებით, ახლო მომავალში საქართველოს ეწვევა არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ბიზნესისა და სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლები შევლენ და კონკრეტული ბიზნესპროექტებსაც განიხილავენ.