ახალი ამბები

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ერთჯერადი დახმარება გაეზრდებათ

საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, რომ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები მესამე შვილის შემთხვევაში 400 ლარის ნაცვლად 800 ლარს მიიღებენ, მეოთხე შვილის შემთხვევაში 800 ლარის ნაცვლად 1 000 ლარს, მეხუთე და შემდგომი შვილის შემთხვევაში კი 1 000 ლარის ნაცვლად 1 500 ლარს მიიღებენ.
“წინასაარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას ვპირდებოდით, რომ მრავალშვილიან ოჯახებზე გაიზრდებოდა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა და ამ ცვლილებებით ეს უკვე გავაკეთეთ. ეს არის პირველი ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. მინდა მოგილოცოთ და ხალხს მივულოცო რომ დავიწყეთ რეალური ქმედებები, მიუხედავად ამ გაჭირვებაში ყოფნისა და ბიუჯეტისა, რომელიც ჩვენ დაგვხდა”, – აცხადებენ მთავრობის წევრები.
მათივე თქმით, მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სოციალური მომსახურების გაწევის მიზნით, ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო 8 მილიონი ლარი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში უკვე გადანაწილდა.