ახალი ამბები

“მაწვნის სახლი” დაპატენტებულ ქართულ მაწონს გაყიდის

საქართველოში, პირველად, მაწვნის სახლში გაიყიდება დაპატენტებული ქართული მაწონი მარიამი, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ იაპონიაში გადიოდა გასაყიდად. ქართული მაწონი „მარიამი“ გამოიყენება ჩვილ ბავშვთა კვებაში, ხელს უწყობს ბავშვთა ფიზიკურ განვითარებასა და ალერგიული დაავადებების პროფილაქტიკას, მოქმედებს ადამიანის კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციონირებაზე და ა.შ. „მაწვნის სახლის“ მენეჯერის, ნანუკა შათირიშვილის განცხადებით, მაწვნის გარდა, 25 სექტემბრიდან ახლადგახსნილ ობიექტში შეიტანენ ტრადიციულ თუშურ კერძებს: მაჭკატს, ჭყინტაკს და ა.შ. „მაწვნის სახლში“, ასევე, გაიყიდება ხავიწი, ალავერდის მონასტრის მეფუტკრეთა თაფლი, ბუნებრივ საფუარზე დამზადებული ქართული ხორბლის შოთის პური, ადგილობრივი წარმოების გუდის ყველი და ქვევრის ღვინო. UNESCO-მ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე მიანიჭა. 
,, თაფლისა და ქვევრის ღვინო არ იწარმოება. ჩვენთან გაიყიდება ალავერდის მონასტრის დაყენებული ქვევრის ღვინო და მონასტრის წარმოებული თაფლი. “მაწვნის სახლი” კი ეს არის კაფე, სადაც მზა პროდუქცია იყიდება. „მაწვნის სახლში“ გაიყიდება ბოსტნეულის პროდუქტებიც, არ იქნება წარმოდგენილი ხორცი და ღვინის გარდა, სხვა ალკოჰოლული სასმელი”, – განაცხადა ნანუკა შათირიშვილმა. 
15 სექტემებერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, კახეთის განვითარების პროექტის ფარგლებში, ალავერდში „მაწვნის სახლი“ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.