ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი გურჯაანში ღვინის ქარხნების წარმომადგენლებს ხვდება

ამ წუთებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანში, სოფელ კარდენახში იმყოფება. მანამდე ის “რთველი 2014”-ის საკოორდინაციო შტაბს ესტუმრა და მის მუშაობას და რთველის მონიტორინგის შედეგებს ადგილზე გაეცნო.
ღარიბაშვილის განცხადებით, “წლევანდელი რთველი შარშანდელზე უკეთესი იქნება”.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეისთვის უკვე გადამუშავებულია 60 000 ტონამდე ყურძენი. გლეხები კი ყურძენს რიგებისა და ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, უპრეცედენტოდ მაღალ ფასებში აბარებენ.
საქართველოს მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ რთველის წარმატება დიდწილად განაპირობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების მიზნით, 2013-2014 წლებში სწორად დაგეგმილმა და განხორციელებულმა პროგრამებმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო კომპანია იბარებს იბარებს დასეტყვილ და გვალვისგან დაზიანებულ ყურძენს, რაც გლეხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.