მთავრობა პარლამენტს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს წარუდგენს
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესახებ საუბარია სამთავრობოს პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელშიც აღნიშნულია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტი შემუშავებულია და უკვე გაგზავნილია საერთაშორისო ექსპერტიზაზე, პროექტი ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი, მოწმე და დაზარალებულ არასრულწლოვანთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის დამატებით გარანტიებს, მოსამართლის უფლებამოსილების გაფართოებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, სასჯელთა მრავალფეროვან სპექტრს და ა.შ. გასულ კვირას მთავრობამ პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინა.

