გურჯაანის მე-4 საბაშვო ბაღში ახლადგარემონტებულ სამზარეულო გაიხსნა
გურჯაანის მე-4 საბავშვო ბაღში, გერმანული კლუბის ,,როტარანტი“ დაფინანსებით, სამზარეულო გარემონტდა. პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღის სამზარეულოსათვის შეიძინეს ახალი ტექნიკა. ,,უახლოეს მომავალში ვაპირებთ, გურჯაანის სხვა ბაღებსა და საჯარო სკოლებშიც განვახორციელოთ მსგავსი, რადგან ინფრასტრუქტურულად არასახარბიელო მდგომარეობაა. გურჯაანში გავიზარდე და ვცდილობ, რომ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში მცირე წვლილი შევიტანო მის განვითარებაში”, – განაცხადა ,,როტარანტის” პრეზიდენტმა ნიკოლოზ გოჩელაშვილმა.

