ახალი ამბები

საქართველოში, კვირის ბოლომდე, ცვალებადი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის დოდო გვაზავას განცხადებით, 19, 20 და 21 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 19-20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში კი – 28-30 გრადუსი. გვაზავას თქმით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი.